რთე/რთ-ის შესახებ

ჩვენი მისია: რთე/რთ-ის ჟურნალისტები მაუწყებლობენ 21 ქვეყანაში, სადაც თავისუფალი პრესა შეზღუდულია მთავრობის მიერ ან არ არის ცხოვრების ნორმად ქცეული. ჩვენ გთავაზობთ იმას, რის მოპოვებასაც ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს ადგილებზე. ესაა ახალ ამბებს ცენზურის გარეშე, აზრთა არგუმენტირებული და პასუხისმგებლობით აღსავსე გაცვლა-გამოცვლა, პრობლემების ღია და გულახდილი განხილვა. ეფუძნება რა რწმენას, რომ დემოკრატიის უპირველესი მოთხოვნა კარგად ინფორმირებული მოქალაქეების ყოლაა, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მრავალი სახელმწიფოს მოქალაქეებს სთავაზობს ახალ ამბებს, ანალიტიკურ გადაცემებსა და მიუკერძოებელ ინფორმაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოვლენებზე; დემოკრატიული ფასეულობების წარმოჩენით ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებას; ეწინააღმდეგება ეთნიკურსა და რელიგიურ შეუწყნარებლობას და მხარს უჭერს ხალხთა შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას; სთავაზობს ნიმუშს ადგილობრივ მედიასაშუალებებს, ეხმარება რა მათ პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში ტრენინგების გზით; ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; ხელს უწყობს რეგიონის ქვეყნებსა და მსოფლიოს განვითარებულ დემოკრატიებს შორის ახლო ურთიერთობების დამყარებას.

მეტი ინფორმაცია გაინტერესებთ?დააჭირეთ აქ.